გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი გეგმა
კლასი :XI
თემა: მოთხოვნა - მიწოდება, ფასის წონასწორობა.
სწავლების საფეხური
საშუალო
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
ეს გაკვეთლი ხელს უწყობს მოსწავლეს გაიგოს რა ხდება რეალურ ბაზარზე. როგორ  მოქმედებს ფასი მოთხოვნასა და მიწოდებაზე.
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.1. მოსწავლეს შეუძლიასაქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობებს ანალიზი.
ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
 
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ უკვე იცის რა არის ეკონომიკა.როგორია საბაზრო ეკონომიკის პრინციპები.
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
Ø  მოსწავლეებს  ვუხსნი მოთხოვნა- მიწოდების ცნებას. ანუ რა არის მოთხოვნა და რა არის მიწოდება. (6- 8 წუთი).
Ø  ვსვამ კითხვას რა მოქმედებს მოთხოვნაზე?
როგორ მოქმედებს ფასი მოთხოვნაზე ?
პაუხისთვის 4 წუთი.
ამ დროს ვაჩვენებ პროექტორის მეშვეობით მაგ: ნაყინზე მოთხოვნის ცხრილს და მის მიხედვით აგებულ დიაგრამას.
( განხილვისთვის 5 წუთი)
Ø  ვსვამ კითხვას : მათი აზრით რა მოქმედებს მიწოდებაზე?
მათი აზრით ,როგორ მოქმედებს ფასი მიწოდებაზე?
პასუხისთვის 3-4 წუთი.
ამ დროს ვაჩვენებ პროექტორის მეშვეობით მაგ: ნაყინზე მიწოდების ცხრილს და მის მიხედვით აგებულ დიაგრამას.
( განხილვისთვის 4 წუთი)
Ø  ვხსნი წონასწორობის ფასს.  ნაყინზე მოთხოვნა-მიწოდების დიაგრამების გამოყენებით. მოსწავლეს ვთხოვ დაიტანოს ერთ დიაგრამაზე ორივე მონაცემი.  ის იკვლევს და პოულობს  ფასს, სადაც გადაიკვეთება მოთხოვნის  მოცულობა მიწოდებასთან. ანუ ფასს რომელიც აწყობს მომხმარებელსაც და მწარმოებელსაც.  5- 6 წუთი.
Ø  ვთავაზობ მოდელირებულ თამაშს ,,  თხილის ბაზარი“. გამომყვას 2 მოხალისე, მყიდველი და გამყიდველი, ვურიგებ მათ სავაჭრო ბარათებს, სადაც მითითებულია სავაჭრო თანხა. და ვაკვირდებით როგორ  წარიმართება ყიდვა-გაყიდვის პროცესი.  დამთავრების შემდეგ დაფაზე ვაფიქსირებ კონკრეტულ ფასს. (10 წუთი.)
Ø  შეფასება - (4-5 წუთი.)
 
 


 

 





გაკვეთილის მთავარი გეგმა
კლასი :XI  
ყველაფერი ბიზნესის შესახებ.
თემა:  საწარმოს სახეები, კონკურენცია სხვადასხვა ბაზარზე.
სწავლების საფეხური
საშუალო
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
ბიზნესის როლი და მნიშვნელობის გაცნობა.ცალკეულ საწარმოთა ფუნქციების გაგება. Bბაზრის სტუქტურული ნიშნებით დაყოფა.
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.1. მოსწავლეს შეუძლიასაქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობებს ანალიზი.
არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.5 მოსწავლეს შეუძლია  აღწერს სახელმწიფოს როლი საბაზრო ეკონომიკაში.
ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
 
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ უკვე იცის რა არის ეკონომიკა.როგორია საბაზრო ეკონომიკის პრინციპები.
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი.
 
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა Iსაშინაო დავალებების ცოდნის შემოწმება კომპიუტერის გამოყენებით. (კითხვებზე პასუხები, სლაიდების სახით იქნება გაშვებული ეკრანზე) 
1.   ზოგადად საწარმოს რამდენი სახე ვიცით?
2.   საქართველოში,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად  რომელი ოგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები არსებობს?
3.   ყველაზე მეტად რომელი სახეებია გავრცელებული საქართველოში?
4.   საწარმოს რომელ სახეებს მიეკუთვნებაინდივიდუალური საწარმო, შ.პ.ს., კორპორაცია?
5.   საქართველოს კანონმდებლობით რამდენი უნდა ქონდეს საწარმოს საწესდებო კაპიტალი იმისათვის,რომ საწარმო დარეგისტრირდეს სააქციო საზოგადოებადშპს -დინდ მეწარმედ?
6.   როგორ იმართება შპს?
7.   როგორი მართვის სტრუქტურა აქვს აქციონერულ საზოგადოებას? ( რა არის აქცია, დივიდენდი?)                              
                                                           (10 წუთი.)
 
 
აქტივობა II. კითხვებზე პასუხის გაცემა.
Ø   ჩამოთვალეთ ხუთი კორპორაცია , რომელთა პროდუქციითაც თქვენი ოჯახი სარგებლობს?
Ø   რატომ ანიჭებთ უპირატესობას კონკრეტულ ბრენდს, თუკი მას აქვს ანალოგი?
                                                  ( 5 წუთი)
A
Aაქტივობა IIIბაზრის სტრუქტურა ძირითადი ნიშნების მიხედვით, დავახასიათოდ.
1.      სრულყოფილი კონკურენცია.
2.      მონოპოლისტური კონკურენცია.
3.      ოლიგოპოლია .
4.      მონოპოლია.
                                                  (5 წუთი)
 
აქტივობა IV.  ჯგუფური მუშაობა.
სიტუაციური ამოცანის განხილვა.
 ( მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალების გამოყენებით)                                                (10- 12 წუთი)
 
აქტივობა V. ინტერნეტიდან მოძიებული მასალის ჩვენება.  ,,ცნობილი მეწარმეები და მათ მიერ შექმნილი ბრენდები“ .                                                         (5-7 წუთი) 

Комментариев нет:

Отправить комментарий