ეკონომიკური მიმოხილვა

ეკონომიკური მიმოხილვა თებერვალი 2015 წელი 

6 მარტი, 2015 წ. მიმდინარე ძირითადი ეკონომიკური ტენდენციები მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა 2014 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 4.7 პროცენტი შეადგინა. გასული წლის პირველ სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა. თუმცა, ეკონომიკის ზრდის ტემპი მეოთხე კვარტალში შემცირდა და 1.6 პროცენტი გახდა. ეკონომიკური აქტივობის შემცირება განაპირობა რუსეთში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნამ. შედეგად შემცირდა ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურისტთა ნაკადები. არასახარბიელო საგარეო ეკონომიკური ფაქტორები შენარჩუნდება 2015 წელსაც, რის გამოც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდება. მიმდინარე წლის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 0.5 პროცენტი. ეკონომიკური ზრდის დარგობრივი სტრუქტურა 2014 წლის ცხრა თვის მონაცემებით ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (16.3%), საფინანსო საქმიანობა(10.6%), ვაჭრობა (8.0%), დამამუშავებელი მრეწველობა (9.1%), სახელმწიფო მმართველობა (2.5 %), სოფლის მეურნეობა (1.3%). საწარმოთა ეკონომიკური აქტივობა 2014 წელს საწარმოთა ეკონომიკური აქტივობა, გამოანგარიშებული დღგ-ს გადამხდელთა საწარმოთა ბრუნვის მოცულობა წინა წელთან შედარებით 11.5 პროცენტით გაიზარდა. 2015 წლის იანვარში აღნიშნული მაჩვენებლის ზრდამ შეადგინა 5.7 პროცენტი. დარგების მიხედვით ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა: საფინანსო საქმიანობაში 37.9 პროცენტი, კომუნალური მომსახურება 21.8 პროცენტი, ოპერაციები უძრავი ქონებით 11.4 პროცენტი, მშენებლობაში 10.1 პროცენტი და ა.შ. კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში 2014 წელს ეკონომიკურ ზრდაში აშკარა წარმართველი როლი ეჭირა კერძო სექტორს. 2014 წელს პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში გაიზარდა 12.8 პროცენტით, ხოლო ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა - 11 ათასი ადამიანით. 2014 წლის იანვარ- სექტემბერში კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები - 33,6 პროცენტით, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 44 პროცენტით1 . ფასები საქართველოს მონეტარული პოლიტიკა მისდევს ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკას. საქართველოს მიზნობრივი ინფლაცია 2015 წელს 5 პროცენტს შეადგენს. 2015 წლის იანვარში ინფლაციამ წინა თვესთან 0.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თებერვალში 0.1 პროცენტი. დაბალი ინფლაცია განაპირობა საწვავის ფასების შემცირებამ და სამომხმარებლო კალათის ყველაზე მსხვილ სასაქონლო ჯგუში - სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციის დაბალმა დონემ (0.1%). ინფლაციამ თებერვალში, წინა წელთან შეადგინა 1.3 პროცენტი. წლის განმავლობაში იანვარ-თებერვალში ფასების ინდექსი გაიზარდა 0.35 პროცენტით. აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი როლი ჰქონდა უპირატესად ადგილობრივი წარმოების სამომხმარებლო საქონელს, რომლის ფასებიც გაიზარდა 0.8 პროცენტით. უპირატესად იმპორტირებული საქონლის ფასები კი შემცირდა 2.7 პროცენტით, ხოლო შერეული საქონლის ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით. არსებულ დინამიკაზე დაყრდნობით 2015 წლის საშუალო ინფლაცია შეადგენს 3-დან 5 პროცენტამდე. ლარის გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნული ბანკი მისდევს თავისუფლად მცურავ სავალუტო კურსის პოლიტიკას. 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე, ეროვნული ბანკის ინტერვენციამ სავალუტო ბაზარზე შეადგინა 200 მილიონი აშშ დოლარი, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რეგიონის ქვეყნის მაგალითებს. დღეისათვის 2014 წლის 1 მარტთან შედარებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 18.3 პროცენტით გაუფასურდა. აღნიშნული გაუფასურება გამოწვეულია ერთის მხრივ ძლიერი დოლარით, ხოლო მეორე მხრივ რუსეთში და რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული ეკონომიკების ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისით. აღნიშნულ პერიოდში ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაში 0.5 პროცენტით. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი გამყარდა 8.4 პროცენტით. ლარის გაუფასურება აშშ დოლართან ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, კიდევ უფრო ამძაფრებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარების გამო შემცირდა ქართული პროდუქციის 1 პირდაპირი უცხოური ინვესტიცების ზრდაში ჩათვლილია ის ინვესტიციები, რომლებიც წინა პერიოდში ითვლებოდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად, ხოლო 2014 წლის მეორე კვარტალში რეკლასიფიცირდა პორტფელურ ინვესტიციებად. კონკურენტუნარიანობა. ხოლო სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო მოსახლეობამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკლისი მიიღო. იმავდროულად, საფინანსო სექტორის მიერ აშშ დოლარში დომინირებული ვალდებულების დიდი წილის გამო იზრდება მოწყვლადობა აღნიშნულ სექტორში. ეკონომიკური განვითარების რისკები 2015 წელს მოსალოდნელი ნეგატიური ფაქტორებია: ა) სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი შემცირება; ბ) რეალური და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება; გ) ფულადი გზავნილების შემცირება; დ) კერძო სექტორში ინვესტირების შესუსტება; ე) კურსის გაუფასურებით გამოწვეული შემოსავლების შემცირების ეფექტი მოსალოდნელი პოზიტიური ფაქტორებია: ა) საწვავის ფასების დაბალი დონე; ბ) სახელმწიფო ინვესტიციების მნიშვნელოვანი გააქტიურება 2014 წლის მე-4 კვარტლიდან. პოზიტიური და ნეგატიური ფაქტორების წმინდა ეფექტი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე სხვადასხვა შეფასებებით უარყოფით 3.0-3.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2014 წლის განმავლობაში, საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის ფაქტიურმა საგადასახადო შემოსავლების ზრდამ წინა წელთან 6.5 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საგადასახადო შემოსავლების, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მიმდინარე დინამიკას. რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის მე-2 კვარტლიდან განაახლებს საგადასახადო შემოსავლების 2015 წლის წლიურ პროგნოზს. საგარეო ვაჭრობა 2015 წლის იანვარში ექსპორტი შემცირდა 30.0 პროცენტით (67 მლნ დოლარი) მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის 35 პროცენტით გაზრდისა. კლება განაპირობა დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის 51 პროცენტით შემცირებამ, მათ შორის რუსეთში 62%, უკრაინაში 77%, სომხეთში 52% და აზერბაიჯანში 23%. იმპორტი შემცირდა 0.8 პროცენტით (4.4 მლნ დოლარი). ოპერატიული მონაცემებით, ექსპორტის კლება გრძელდება თებერვლის თვეშიც, თუმცა შედარებით ნაკლები ტემპებით. მეზობელი ქვეყნების გავლენა რეგიონის ქვეყნებში ბოლო პერიოდში საერთო ტენდენციებია: აშშ დოლარის გამყარება აღნიშნული ქვეყნების ვალუტებთან და ეკონომიკის ზრდის ტემპების მნიშვნელოვანი შემცირება. მეზობელ ქვეყნებში ნეგატიური ეკონომიკური დინამიკა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია. სავალუტო კრიზისის პასუხად მეზობელი ქვეყნების უმრავლესობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელთაგან ყველაზე რადიკალური ზრდა ჰქონდათ რუსეთს (15.5%-მდე) და უკრაინას (30%-მდე). სომხეთმა აღნიშნული განაკვეთი გაზარდა 6.75-დან 10.5 პროცენტამდე. თუმცა, თურქეთში კი საპირისპიროდ შემცირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტიდან 7.5 პროცენტამდე, ხოლო აზერბაიჯანმა შეინარჩუნა 3.25 პროცენტზე. ქვეყანათა უმრავლესობამ მნიშვნელოვანი მოცულობის საერთაშორისო რეზერვები დახარჯეს ვალუტის გასამყარებლად ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ. აზერბაიჯანმა შეცვალა სავალუტო კურსის პოლიტიკა. აქამდე მანათი დაფიქსირებული იყო დოლარის მიმართ. 2015 წლის 20 თებერვლიდან აზერბაიჯანული მანათი გადადის ე,წ. „ბივალუტურ“ კალათასთან ბმაზე და მისი კურსი დოლარ-ევროს კალათასთან დაფიქსირდება. თურქეთმა განაცხადა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციის პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. თურქეთის ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე გამოიტანს რეზერვებს წინასწარგაცხადებული კალენდარის შესაბამისად. პოლიტიიკის ცვლილების მიზანია შეამციოს კურსის ცვალებადობის მაშტაბი. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2013 წელს საგრძნობლად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და მთლიანი შიდა პროდუქტის 5.9 პროცენტი შეადგინა. 2014 წლის დასაწყისში წლის მიმდინარე ანგარიშის პროგნოზული დეფიციტი შეადგენდა 8.5 პროცენტს. თუმცა, სამი კვარტლის შედეგებზე დამყარებული პროგნოზის მიხედვით, 2014 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 9.7 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მაღალი დეფიციტი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მოწყვლადობის წყაროს წარმოადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 6-7 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნებისაკენ, რაც საგარეო ვალის მასტაბილიზებელ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დონეზე დაბალია. საკრედიტო რეიტინგები 2014 წელს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა გააუმჯობესეს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი. Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაზარდა Ba3 სტაბილურიდან Ba3 პოზიტიურამდე. ხოლო, Fitch-მა BB- სტაბილურიდან BB- პოზიტიურამდე. რეგიონიდან მომდინარე საგარეო რისკ ფაქტორების და აშშ დოლართან ქართული ვალუტის გაუფასურების გამო, არსებობს საკრედიტო რეიტინგის გაუარესების საშიშროება, თუმცა მთავრობა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით ხელს შეუწყობს საკრედიტო რეიტინგების სტაბილურობას. ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ საქართველოს მთავრობამ დაასრულა მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე. სტრატეგია სამ ძირითად პილარს ეფუძნება: ადამიანური კაპიტალის განვითარება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 2015 წელს დაგეგმილია მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები სტრატეგიის მიზნების შესრულების მიმართულებით. სახელმწიფო ვალი მთავრობის ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში სტაბილურობით ხასიათდება და 2014 წელს მშპ-ს 35.7 პროცენტის დონეზეა. აქედან, საგარეო ვალი 26.9, ხოლო საშინაო ვალი 8.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი, სახელმწიფო ვალის კრიტიკული მაჩვენებლისგან საკმაოდ შორსაა. ეკონომიკის მოკლე მიმოხილვა ეკონომიკური ზრდა 2015 წლის იანვარში ეკონომიკა 0.5 პროცენტით გაიზარდა. 2015 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდის ტემპმა 0.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, მშპ 2014 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა. 2015 წლის იანვარში ეკონომიკური აქტივობა 5.7 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური აქტივობა გაიანგარიშება დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული ბრუნვის ოპერატიული მონაცემებზე დაყრდნობით. ეკონომიკური აქტივობა იანვარში 5.7 პროცენტით გაიზარდა. 5,9 3,5 (0,5) 1,6 4,7 0,5 I კვ II კვ III კვ IV კვ 2014წ 2015 წ იანვ -10,0% -5,0% 0,0% 5,0% 10,0% 15,0% 20,0% 25,0% -2,0% 0,0% 2,0% 4,0% 6,0% 8,0% 10,0% მშპ-ს ზრდა (მარცხ. შკალა) ეკონომიკური აქტივობის ზრდა (მარჯვ. შკალა) ეკონომიკური ზრდის წარმმართველი სექტორებია ვაჭრობა, მრეწველობა, მშენებლობა და ტრანსპორტი. 2014 წლის 9 თვეში მაღალი ზრდის ტემპები აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (16.3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.1 პროცენტი), ვაჭრობა (8.0 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (10.6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით (6.1 პროცენტი), კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში (2,3 პროცენტი). 2015 წლის იანვარში ეკონომიკური აქტივობა 5.7% გაიზარდა, ყველაზე დიდი ზრდა საფინანსო სექტორში დაფიქსირდა 37.9% პროცენტი, კომუნალური მომსახურება 21.8 პროცენტი, უპერაციები უძრავი ქონებით 11.4 პროცენტი, მშენებლობაში 10.1 პროცენტი. ეკონომიკური ზრდის წარმმართველ ფაქტორს კერძო ინვესტიციები შეადგენს. 2014 წლის მაღალი ზრდა დაფიქსირდა კერძო ინვესტიციებში, რომელიც 2014 წლის 9 თვეში 33,6 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში 7.4 პროცენტით გაიზარდა სამომხმარებლო ხარჯი და 48.0 პროცენტით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც იმპორტის გამოცოცხლებით არის გამოწვეული. 16,3 8,0 10,6 6,1 7,6 6,0 1,6 5,2 1,9 1,8 2,5 5,9 მშენებლობა ვაჭრობა ფინანს. სექტ. უძრავი ქონება ტრანსპ/კავშირგ მრწეველობა კომუნალ. მომს. სასტუმ/რესტორ შინამეურნეობ სახელმწ სექტ სოფლ. მეურნ. მშპ სულ 78,1% -20,2% 7,3% 10,1% -2,8% -5,1% 3,0% 37,9% 11,4%21,8% 5,7% -40,0% -20,0% 0,0% 20,0% 40,0% 60,0% 80,0% 100,0% პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის პერიოდთან 79% 88% -67% 68% 29% -16% მოხმარება ინვესტიციები წმ. ექსპორტი წილი მშპ-ის ზრდაში წილი მშპ-ში სახელმწიფო ფინანსები 2015 წლის იანვარში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 640.0 მლნ ლარი. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის წინასწარმა მაჩვენებელმა 2014 წლის სამი კვარტალში მშპ-ის 8,1 პროცენტი შეადგინა. წლის სამი კვარტალის მონაცემებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 8,1 პროცენტია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყაროა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები2 (91.9%). მიმდინარე ანგარიშის 2014 წლის საპროგნოზო დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 9.7 პროცენტს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებმა 508 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მესამე კვარტლის მაქსიმუმია. 2014 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 99.2 პროცენტით გაიზარდა და 508 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წლის განმავლობაში, რეკლასიფიცირების გათვალისწინებით, ინვესტიციები ყველა კვარტალში იზრდებოდა და ცხრა თვეში 44.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციები ჩინეთიდან, რომელმაც მესამე კვარტალში მთლიანი ინვესტიციების თითქმის მესამედი შეადგინა (149 მლნ დოლარი). 2013 წლის 2 პირდაპირი უცხოური ინვესტიცების ზრდაში ჩათვლილია ის ინვესტიციები, რომლებიც წინა პერიოდში ითვლებოდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად, ხოლო 2014 წლის მეორე კვარტალში რეკლასიფიცირდა პორტფელურ ინვესტიციებად. 357,8 739,6 971,5 9,9% 9,6% 8,1% - 200,0 400,0 600,0 800,0 1 000,0 1 200,0 0,0% 2,0% 4,0% 6,0% 8,0% 10,0% 12,0% კვ 1. კვ 2. კვ. 3. კუმულ. დეფიციტი (მლნ აშშ დოლარი) მათ შორის საგადასახადო შემოსავლებმა 570.5 მლნ ლარი. ამ პერიოდისათვის ხარჯების მოცულობამ 526.1 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდამ 15.7 მლნ ლარი. შესაბამისად, GFS 2001 კლასიფიკაციით ბიუჯეტის საოპერაციო სალდო დადებითია და 113.9 მლნ ლარს, ხოლო მთლიანი სალდოს 98.2 მლნ ლარს შეადგენს. მეოთხე კვარტლიდან პერმანენტულად იზრდება ინვესტიციები აზერბაიჯანიდან და 2014 წლის მესამე კვარტლისათვის 95 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ამ პერიოდისათვის მეორე მაჩვენებელია ჩინეთის შემდეგ. საგარეო ვაჭრობა 2015 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 30.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 0.8 პროცენტით შემცირდა. იმპორტი შემცირდა 4.4 მლნ აშშ დოლარით (0.8 პროცენტი), ხოლო ექსპორტი შემცირდა 67.0 მლნ აშშ დოლარით (30.0 პროცენტი). ექსპორტის კლება ძირითადად დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, სადაც შემცირებამ 51.0% პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში 62.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და შეადგინა 381.6 მლნ აშშ დოლარი. სავაჭრო ბრუნვა 71.5 მლნ ლარით შემცირდა (9.3 პროცენტი). 2014 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა. აქედან, საქონლის ექსპორტი შემცირდა 1.6%-ით, ხოლო საქონლის იმპორტი გაიზარდა 7.1 %-ით. I კვ. II კვ. III კვ. ჯამი I კვ. II კვ. III კვ. ჯამი I კვ. II კვ. III კვ. ჯამი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 252.3 207.9 254.8 715.0 265.3 150.5 507.5 923.3 5.2% -27.6% 99.2% 29.1% ინვესტიციების რეკლასიფიკაციის ეფექტი (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტფელურ ინვესტიციებში გადატანა) - - - - - 110.0 - 110.0 - - - - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკლასიფიკაციის ეფექტის გარეშე 252.3 207.9 254.8 715.0 265.3 260.5 507.5 1,033.3 5.2% 25.3% 99.2% 44.5% 2013წ. 2014წ. ცვლილება 2,7% -30,0% -0,8% ბრუნვა ექსპორტი იმპორტი 4,8% -1,6% 7,1% ბრუნვა ექსპორტი იმპორტი 2015 წლის იანვარში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (109 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (79 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (58 მლნ. აშშ დოლარი). ექსპორტში 18.0%-ით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, მეორეზე ბულგარეთი 11%, მესამეზე ნიდერლანდები 9%, მეოთხე თურქეთი 8%. იმპორტში პირველი ადგილი 18%-ით თურქეთს უჭირავს. შემდეგ მოდიან ჩინეთი (9,7%), აზერბაიჯანი (9,4%), რუსეთი (7,9%). 2015 წლის იანვარში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებია მსუბუქი ავტომობილებია (მთლიანი ექსპორტის 14.2%), თხილი და სხვა კაკალი (12.1%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (11.1%), ფეროშენადნობები (6.9%),. 2015 წლის იანვარში უმსხვილეს საიმპორტო საქონელს წარმოადგენენ ნავთობი და ნავთობპროდუქტები (მთლიანი იმპორტის 9.5%), მსუბუქი ავტომობილები (7.9%), ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები (9.5%), სამკურნალო საშუალებები (3.1%). 8% 18% 9% 11% 6% 48% ექსპორტი თურქეთი აზერბაიჯანი ნიდერლანდები ბულგარეთი სომხეთი სხვა 17,7 9,4 7,9 9,7 5,1 50,2 იმპორტი თურქეთი აზერბაიჯანი რუსეთი ჩინეთი უკრაინა სხვა 14,2 6,9 11,1 12,1 55,7 ექსპორტი მსუბუქი ავომობილები ფეროშენადნობები სპილენძის მადნები და კონცენტრაციები თხილი და სხვა კაკალი სხვა 7,5 7,9 9,5 3,1 72 იმპორტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები მსუბუქი ავტომობილები ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სამკურნალო საშუალებები სხვა წინასწარი მონაცემებით 2015 წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, ექსპორტი 16.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი კი 7.0 პროცენტით შემცირდა. საგარეო ვაჭრობა (ათასი აშშ დოლარი) ფასები 2015 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა ორმა ჯგუფმა იქონია, ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების მატება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე და ტრანსპორტი: დაფიქსირდა ფასების 2.4 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. 0,0 100,0 200,0 300,0 400,0 500,0 600,0 700,0 800,0 900,0 1000,0 იან.-13 თებ.-13 მარ.-13 აპრ.-13 მაის-13 ივნ.-13 ივლ.-13 აგვ.-13 სექტ.-13 ოქტ.-13 ნოემ.-13 დეკ.-13 იან.-14 თებ.-14 მარ.-14 აპრ.-14 მაის-14 ივნ.-14 ივლ.-14 აგვ.-14 სექ.14 ოქტ.-14 ნოემ.-14 დეკ.-14 იან.-15 ექსპორტი იმპორტი სავაჭრო დეფიციტი -0,27 -0,03 0,00 0,03 0,04 0,02 0,07 0,04 0,05 0,09 0,03 0,07 ტრანსპორტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კავშირგაბმულობა სასტუმროები,კაფეები და რესტორნები დასვენება,გართობა და კულტურა განათლება სხვადასხვა საქონელი და მომსახურეობა საცხოვრებელი,წყალი,ელ.ენერგია,აი რი ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო ჯანმრთელობის დაცვა ავეჯი,საოჯახო ნივთები,სახლის მოვლა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები სამომხმარებლო ფასები 2015 წლის თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით 1.3 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.8 პროცენტით. სამომხმარებლო ფასების და მშპ-ს დეფლატორის წლიური ცვლილება სავალუტო კურსი ლარის კურსი, როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლართან თებერვალში იანვართან მიმართებაში 1.94-დან 2.09-მდე, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 2.27-დან 2.37-მდე გაუფასურდა. აშშ დოლარის საშუალო თვიურმა გაუფასურებამ თებერვალში 7.5 პროცენტი, ხოლო ევროსთან კი 4.6 პროცენტით შეადგინა. -0,94 -0,15 -0,01 0,08 0,11 0,12 0,13 0,42 0,14 0,12 0,67 0,6 ტრანსპორტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კავშირგაბმულობა დასვენება,გართობა და კულტურა სხვადასხვა საქონელი და მომსახურეობა განათლება საცხოვრებელი,წყალი,ელ.ენერგია,აირი ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო სასტუმროები,კაფეები და რესტორნები ავეჯი,საოჯახო ნივთები,სახლის მოვლა ჯანმრთელობის დაცვა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები -4,0 -2,0 0,0 2,0 4,0 6,0 8,0 10,0 წინა წლის შესაბამის თვესთნ მშპ-ს დეფლატორი ლარის ნომინალური ეფექტური სავალუტო კურსი გაუფასურდა. 2015 წლის თებერვალში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი იანვართან შედარებით 1.1 პროცენტით გაუფასურდა. რეალური ეფექტური სავალუტო კურსი გაუფასურდა. 2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.2 პროცენტით გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსის ინდექსი 2011 წლის იანვარი=100 (ზრდა=გამყარება) საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები სახაზინო ვალდებულებებზე და ობლიგაციებზე. 2015 წლის თებერვალში იანვართან შედარებით 0.45 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2 წლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი და შეადგინა 7.124 პროცენტი. ხოლო 5 წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 0.37 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 9.428 პროცენტი შეადგინა. 2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები. აღნიშნულ პერიოდში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთები და შეადგინა 15.4. მათ შორის 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე და შეადგინა 19.2, ხოლო 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე და შეადგინა 10.7. 2014 წლის იანვართან მიმართებაში სესხებზე პროცენტი 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა, აქედან ეროვნულ ვალუტით 1.9, ხოლო უცხოურ ვალუტაში 2.2 პროცენტული პუნქტით. დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები 2015 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.2 პროცენტი შეადგინა. მათ შორის 1.9 პროცენტული 0,80 0,85 0,90 0,95 1,00 1,05 1,10 1,15 1,20 1,25 1,30 თებ.-11 მარ.-11 აპრ.-11 მაის-11 ივნ.-11 ივლ.-11 აგვ.-11 სექტ.-11 ოქტ.-11 ნოემ.-11 დეკ.-11 იან.-12 თებ.-12 მარ.-12 აპრ.-12 მაის.-12 ივნ.-12 ივლ.-12 აგვ.-12 სექტ.-12 ოქტ.-12 ნოემ.-12 დეკ.-12 იან.-13 თებ.-13 მარ.-13 აპრ.-13 მაის-13 ივნ.-13 ივლ.-13 აგვ.-13 სექტ.-13 ოქტ.-13 ნოემ.-13 დეკ.-13 იან.-14 თებ.-14 მარ.-14 აპრ.-14 მაის.–14 ივნ.-14 ივლ.-14 აგვ.-14 სექტ.-14 ოქტ.-14 ნოემ.-14 დეკ.-14 იან.-15 თებ.-15 ლარი/დოლარი ლარი/ევრო ნომინალური ეფექტური რეალური ეფექტური პუნქტით გაიზარდა დეპოზიტების პროცენტი ეროვნულ ვალუტაში და შეადგინა 8.9, ხოლო 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა უცხოურ ვალუტაში და შეადგინა 4.6. ხოლო 2014 წლის იანვართან შედარებით განაკვეთი იგივე დონეზეა, აქედან ეროვნულ ვალუტაში 0.1 გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი უმნიშვნელოდ გაიზარდა. 2015 წლის თებერვალში იანვართან შედარებით ეროვნული ბანკის ექვსთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საშუალოთვიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.23 პროცენტული პუნქტით, 4.67 პროცენტიდან 4.9 პროცენტამდე გაიზარდა. გაიზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. 2015 წლის თებერვალში ეროვნულმა ბანკმა შეცვალა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0-დან 4.5 პროცენტამდე. საპროცენტო განაკვეთები 3,0 8,0 13,0 18,0 23,0 დეპოზიტები ერ. ვალუტით დეპოზიტები უცხ. ვალუტით სესხები ეროვ. ვალუტით სესხები უცხ. ვალუტით 3,0% 4,0% 5,0% 6,0% 7,0% 8,0% სადეპოზიტო სერტიფიკატები სახაზინო ვალდებულებები (1 წლიანი) რეფინანსირების განაკვეთი მონეტარული მაჩვენებლები 2015 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფულის მასა 12.3 პროცენტით გაიზარდა, თუმცა 2014 წლის დეკემბერთან შედარებით 398 მლნ ლარით შემცირდა. 2015 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით, სარეზერვო ფული 355 მლნ ლარით _ 9.5 პროცენტით გაიზარდა. შემცირდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვები. ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2013 წლის ნოემბრიდან მცირდებოდა. 2014 წლის ივლისიდან-სექტემბრის ჩათვლით ზრდის ტენდენცია შეინიშნება, თუმცა სექტემბრიდან-ნოემბერში ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კვლავ შემცირდა. 2015 წლის იანვარში რეზერვებმა 2 610 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმპორტის 3 თვის ჯერადზე მეტია. გაიზარდა დოლარიზაციის კოეფიციენტები. 2015 წელს დეპოზიტების და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს გააჩნია ზრდადი ტენდენცია. დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი იანვარში წინა წლის დეკემბერთან შედარებით 57.1 პროცენტიდან 60.9 პროცენტამდე, ხოლო სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი თებერვალში 61.0 პროცენტიდან 62.9 პროცენტამდე გაიზარდა. დოლარიზაციის კოეფიციენტები 50,0% 52,0% 54,0% 56,0% 58,0% 60,0% 62,0% 64,0% 66,0% 68,0% 70,0% იან.-12 თებ.-12 მარ.-12 აპრ.-12 მაის.-12 ივნ.-12 ივლ.-12 აგვ.-12 სექტ.-12 ოქტ.-12 ნოემ.-12 დეკ.-12 იან.-13 თებ.-13 მარ.-13 აპრ.-13 მაის-13 ივნ.-13 ივლ.-13 აგვ.-13 სექტ.-13 ოქტ.-13 ნოემ.-13 დეკ.-13 იან.-14 თებ.-14 მარ.-14 აპრ.-14 მაის-14 ივნ.-14 ივლ.-14 აგვ.-14 სექტ.-14 ოქტ.-14 ნოემ.-14 დეკ.-14 იან.-15 თებ.-15 დეპოზიტები სესხები ფულადი გზავნილები 2015 წლის იანვარში შემცირდა საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები. 2015 წლის იანვარში, საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა. ფულადი გზავნილები გაიზარდა თურქეთიდან 1.4 მლნ აშშ დოლარით (42.2%), აშშ-დან 1,1 მლნ აშშ დოლარით (20.4%). ხოლო კლება ფიქსირდება რუსეთიდან 20.9 მლნ აშშ დოლარით (44.7%) და უკრაინიდან 1.7 მლნ აშშ დოლარით (45.3%), საბერძნეთიდან 2.6 მლნ აშშ დოლარით (17.5%), იტალიიდან (7.3%). საქართველო და მეზობელი ქვეყნები თურქეთი თურქეთის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს იყო 3.1 პროცენტი (WB). ხოლო 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 3.5 პროცენტს (WB). მარტისათვის თურქული ლირა 2014 წლის 1 მარტთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში 12.1 პროცენტით, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 7,9 პროცენტით გაუფასურდა და 1 ლირა 0.386 აშშ დოლარი დაფიქსირდა. 2014 წელს თურქეთის ფასების დონე 8.2 პროცენტით გაიზარდა ხოლო 2015 წლისათვის 6.0 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. თურქეთის წილი საქართველოს ექსპორტში შეადგენს 8.4 პროცენტს (239.3 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), იმპორტში 20.1 პროცენტს (1 727 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), ხოლო ფულად გზავნილებში 4.5 პროცენტს (64.3 მლნ აშშ დოლარი - 2014წ). თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2015 წლის იანვარში 8.25 დან 7.75 პროცენტამდე შეამცირა, ხოლო თებერვალში - 7.5 პროცენტამდე. 2014 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით თურქეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვები 6 მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო იანვარში დეკემბერთან შედარებით 3 მილიარდით გაიზარდა. თურქეთმა შეცვალა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციის პოლიტიკა. თურქეთის ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე გამოიტანს რეზერვებს წინასწარ გაცხადებული კალენდარის შესაბამისად. პოლიტიიკის ცვლილების მიზანია შეამციოს კურსის ცვალებადობის მაშტაბი. რუსეთი რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს იყო 0.4 პროცენტი (EBRD). ხოლო 2015 წლის პროგნოზი შეადგენს -4.8 პროცენტს (EBRD). მარტისათვის რუბლი 2014 წლის 1 მარტთან შედარებით აშშ დოლართან 40.9 პროცენტით, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 7.4 პროცენტით გაუფასურდა და 1 რუბლი 0.0162 აშშ დოალრი დაფიქსირდა. 2014 წელს რუსეთის ფასების დონე 11.4 პროცენტით გაიზარდა ხოლო 2015 წლისათვის 13 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში შეადგენს 9.6 პროცენტს (274.9 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), იმპორტში 6.7 პროცენტს (577.7 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), ხოლო ფულად გზავნილებში 49.2 პროცენტს (709.2 მლნ აშშ დოლარი - 2014წ). არსებული მდგომარეობით ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეადგენს 15 პროცენტს. რუსეთი ცდილობს გარკვეული ხერხებით მართოს დოლარის მიმოქცევა ქვეყანაში. მაგალითად მსხვილმა ექსპორტიორებმა საკუთარი ტრანსაქციებისათვის ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს. აზერბაიჯანი აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს იყო 2.8 პროცენტი (EBRD). ხოლო 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 1.5 პროცენტს (EBRD). მარტისათვის აზერბაიჯანული მანათი 2014 წლის 1 მარტთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში 24.9 პროცენტით გაუფასურდა, აგრეთვე 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 24,9 პროცენტით გამყარდა და 1 მანათი 0.958 აშშ დოლარი დაფიქსირდა. 2014 წელს აზერბაიჯანში ფასების დონე 1.4 პროცენტით გაიზარდა. აზერბაიჯანის წილი საქართველოს ექსპორტში შეადგენს 19 პროცენტს (544.4 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), იმპორტში 7.4 პროცენტს (937.6 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), ხოლო ფულად გზავნილებში 1.2 პროცენტს (17.8 მლნ აშშ დოლარი - 2014წ). გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში აზერბაიჯანის ეროვნულმა ბანკმა მოახდინა 1.4 მლრდ დოლარის ინტერვეცნია მანათის კურსის შესანარჩუნებლად. 23 თებერვალს კურსი 33.5 პროცენტით გააუფასურეს და 1 აშშ დოლარი 1.05 აზერბაიჯანულ მანათს გაუტოლდა. იცვლება კურსის განსაზღვრის პოლიტიკა თუ აქამდე მანათი დაფიქსირებული იყო დოლარის მიმართ უკვე წელს აზერბაიჯანი გადადის ე.წ. „ბივალუტურ“ კალათზე და დოლართან ერთად იგი კურსს დოლარ-ევროს კალათასთან დააფიქსირებს. 2014 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.75 პროცენტიდან შეამცირა 3.5 პროცენტამდე, იმისათვის რომ ხელი შეეწყო არანავთობის სექტორში მოზიდული ინვესტიციებისათვის. სომხეთი სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს იყო 3.0 პროცენტი (EBRD). ხოლო 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 0.0 პროცენტს (EBRD). მარტისათვის სომხური დრამი 2014 წლის 1 მარტთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში 13.3 პროცენტით, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 1 პროცენტით გაუფასურდა და 1000 დრამი 2.09 აშშ დოლარი დაფიქსირდა. 2014 წელს სომხეთში ფასების დონე 4.6 პროცენტით გაიზარდა. სომხეთის წილი საქართველოს ექსპორტში შეადგენს 10.1 პროცენტს (288.2 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), იმპორტში 2.4 პროცენტს (210.3 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), ხოლო ფულად გზავნილებში 0.5 პროცენტს (7.8 მლნ აშშ დოლარი - 2014წ). სომხეთის ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის 23 დეკემბერს რეფინანსირების განაკვთი 6.75 პროცენტიდან გაზარდა 8.5 პროცენტამდე, 2015 წლის 22 იანვარს 9.5 პროცენტამდე, ხოლო 10 თებერვალს 10.5 პროცენტამდე. ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2015 წლის იანვარში 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით შემცირდა 320 მილიონი დოლარით. უკრაინა უკრაინის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს იყო -7.5 პროცენტი (EBRD). ხოლო 2015 წლის პროგნოზი შეადგენს -5 პროცენტს (EBRD). მარტისათვის უკრაინული გრივნა 2014 წლის 1 მარტთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში 61.2 პროცენტით, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 38.8 პროცენტით გაუფასურდა და 1 გრივნა 0.045 აშშ დოლარი დაფიქსირდა. 2014 წელს უკრაინაში ფასების დონე 12.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2015 წლისათვის 14 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. უკრაინის წილი საქართველოს ექსპორტში შეადგენს 4.9 პროცენტს (140.2 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), იმპორტში 6.4 პროცენტს (546.1 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), ხოლო ფულად გზავნილებში 2.1 პროცენტს (30.8 მლნ აშშ დოლარი - 2014წ). უკრაინაში წლის დასაწყისში გაცვლითი კურსი დაახლოებით 80 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო 2015 წლის იანვარში წლიურმა საბაზისო ინფლაციამ 28 პროცენტი შეადგინა. 2 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით პოლიტიკის განაკვეთი 19.5 პროცენტიდან 30 პროცენტამდე გაიზარდა. იზრდება მინიმალური სარეზერვო ნორმაც, რომელიც მთლიან რეზერვს 12 მილიარდი გრივნით გაზრდის. მოლდავეთი მოლდავეთის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს იყო 3.0 პროცენტი (EBRD). ხოლო 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 0.0 პროცენტს (EBRD). მარტისათვის მოლდავური ლეი 2014 წლის 1 მარტთნ შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში 24.9 პროცენტით, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 14.1 პროცენტით გაუფასურდა და 1 ლეი 0.053 აშშ დოალრი დაფიქსირდა. 2014 წელს მოლდავეთში ფასების დონე 4.7 პროცენტით გაიზარდა. მოლდავეთის წილი საქართველოს ექსპორტში შეადგენს 0.2 პროცენტს (4.6 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), იმპორტში 0.2 პროცენტს (13.7 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), ხოლო ფულად გზავნილებში 0.06 პროცენტს (0.9 მლნ აშშ დოლარი - 2014წ). 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე მოლდავეთის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 611 მილონი აშშ დოლარით შემცირდა. ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის ნოემბრიდან 3.5 პროცენტიანი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რამდენჯერმე გაზარდა და მან 26 თებერვლისათვის 13.5 პროცენტი შეადგინა. ბელორუსია ბელორუსიის ეკონომიკური ზრდა 2014 წელს იყო 1.5 პროცენტი (EBRD). ხოლო 2015 წლის პროგნოზი შეადგენს -1.5 პროცენტს (EBRD). მარტისათვის ბელორუსული რუბლი 2014 წლის 1 მარტთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში 33.7 პროცენტით, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 19.6 პროცენტით გაუფასურდა და 10 000 რუბლი 0.68 აშშ დოლარი დაფიქსირდა. 2014 წელს მოლდავეთში ფასების დონე 18.3 პროცენტით გაიზარდა. ბელორუსიის წილი საქართველოს ექსპორტში შეადგენს 1.2 პროცენტს (34.8 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), იმპორტში 0.2 პროცენტს (21.1 მლნ აშშ დოლარი - 2014წ), ხოლო ფულად გზავნილებში 0.5 პროცენტს (7.8 მლნ აშშ დოლარი - 2014წ). 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე ბელორუსიის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 1 300 მილონი აშშ დოლარით შემცირდა და მარტისათვის მისი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 25 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი3 3 წყარო: EBRD 2014 2015 აზერ ბაიჯანი 2.8% 1.5% სომხეთი 3.0% 0.0% რუშეთი 0.4% -4.8% თურქეთი 3.1% 3.0% ბელორუსი 1.5% -1.5% უკრაინა -7.5% -5.0% მოლდოვა 3.0% 0.0% გაცვლითი კურსის ცვლილება აშშ დოლართან 2014წ. 1. მარტთან 2014წ. 31. დეკემბერთან ნომინალური ეფექტური 7.2% 0.4% აშშ დოლარი -19.2% -13.1% ევრო -0.8% -5.9% თურქ. ლირა -8.1% -5.6% აზერბ. მანათი 7.6% 15.8% სომხ. დრამი -6.9% -12.2% რუს. რუბლი 36.6% -6.1% უკრ. ჰრივნა 108.2% 41.9% ბელორ. რუბლ 21.7% 8.0% მოლდ. ლეი 7.5% 1.2% ეკონომიკური აქტივობის ანალიზი დარგობრივ ჭრილში (დღგ-ს ბრუნვები) 2015 წლის იანვარი აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს 2015 წლის 26 თებერვლის გავრცელებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების შესახებ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია შევაფასოთ ეკონომიკის აქტივობა დარგობრივ ჭრილში. ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად გამოყენებული იქნა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ საწარმოთა მიერ დეკლარირებული ბრუნვები. საწარმოების საქმიანობის სახის იდენტიფიცირების მიზნით გამოყენებული იქნა საქსტატის ბიზნეს რეგისტრის მონაცემები, რომლებიც აღნიშნული სახის ინფორმაციის ყველაზე აქტუალურ ინფორმაციას წარმოადგენს. ბაზების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ იმ საწარმოების რაოდენობამ, რომლის საქმიანობის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა 4.4 პროცენტი შეადგენა. 2015 წლის იანვარი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ანალიზი გვიჩვენებს, რომ საწარმოთა ეკონომიკური აქტივობის ზრდა 2015 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა. პროცენტული ზრდები შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: სოფლის მეურნეობა 78.1 პროცენტი, საფინანსო საქმიანობა 37.9 პროცენტი, კომუნალური მომსახურების გაწევა 21.8 პროცენტი, ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით 11.4 პროცენტი, მშენებლობა 10.1 პროცენტი, ელ. აირისა და წყლის წარმოება/განაწილება 7.3 პროცენტი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 3.0 პროცენტი. დარგი სხვაობა ლარი ზრდა % სოფლის მეურნეობა 14,007,984 78.1% დამამუშავებელი და სამთომოპ. მრეწველობა (93,705,629) -20.2% ელ. აირისა და წყლის წარმოება/განაწილება 16,897,603 7.3% მშენებლობა 24,379,600 10.1% ვაჭრობა (46,203,573) -2.8% სასტუმროები და რესტორნები (2,561,555) -5.1% ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 10,999,853 3.0% საფინანსო საქმიანობა 94,720,585 37.9% ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით 20,010,721 11.4% კომუნალური მომსახურების გაწევა 10,757,028 21.8% სულ 205,467,058 5.7% კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობაში 20,2 პროცენტი. აღნიშნულ დარგში კლება ძირითადად მოდის შემდეგი კომპანიების მიერ (შპს „რუსთავის აზოტი“, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, შპს „რუსთავის ფოლადი“) ბრუნვების შემცირებით, რაც გამოწვეულია აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის შემცირებით. ასევე, კლება დაფიქსირდა სასტუმროებში და რესტორნებში 5.1 პროცენტი. აღნიშნულ დარგში ძირითადად ბრუნვის შემცირება გამოწვეულია საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის შემცირებით. ვაჭრობაში 2.8 პროცენტი, ბრუნვის შემცირება ძირითადად მოდის ნავთობპროდუქტების იმპორტიორებზე, რაც გამოწვეულია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებით და აზერბაიჯანში მეორადი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებით. 2015 წლის იანვარში ეკონომიკურ აქტივობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საფინანსო საქმიანობამ 2.6 პროცენტი, მშენებლობამ 0.7 პროცენტი, ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით 0.6 პროცენტი; ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების ანალიზი 2015 წელი იანვარი-თებერვალი მიმდინარე საგადასახადო შემოსავლების ანალიზი 2015 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებულია 1047,1 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით (64,1 მლნ ლარი) მეტია. 2015 წლის საგადასახადო შემოსავლების იანვრ-თებერვლის საპროგნოზო მაჩვენებელი 101,7 პროცენტით შესრულდა და ნომინალურ გამოხატულებაში ფაქტიურმა მაჩვენებელმა საპროგნოზოს 17,1 მლნ ლარით გადააჭარბა. 2015 წლის იანვარ-თებერვლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა-ფაქტი საშემოსავლო გადასახადის სახით მობილიზებულია 297,4 მლნ ლარი, რაც 4,4 პროცენტით (12,6 მლნ ლარი) აჭარბებს გასული წლის მაჩვენებელს. მოგების გადასახადიდან მობილიზებულია 33,1 მლნ ლარი, რაც 12,4 პროცენტით (3,7 მლნ ლარით) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. დამატებული ღირებულების გადასახადიდან მობილიზებულია 571,4 მლნ ლარი, რაც 6,5 პროცენტით (35,0 მლნ ლარით) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ტერიტორიაზე გადახდილი დღგ 25,7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტზე გადახდილი დღგ 184,5 პროცენტით გაიზარდა, რაც 1 030 1 001 1 047 1 016 970 980 990 1 000 1 010 1 020 1 030 1 040 1 050 ნაერთი სახელმწიფო გეგმა ფაქტი განპირობებულია საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, კერძოდ, 2014 წლის პირველი ივნისიდან გაუქმებულია იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი. აქციზის გადასახადიდან მობილიზებულია 122,5 მლნ ლარი, რაც 16,6 პროცენტით (17,4 მლნ ლარი) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, მათ შორის აქციზის გადასახადი ადგილობრივი პროდუქციიდან გაზრდილია 16,6 პროცენტით, ხოლო იმპორტირებული პროდუქციიდან - 22,1 პროცენტით. ამასთან, გაზრდილია შემოსავლები თამბაქოს აქციზიდან 18,9 პროცენტით (7,9 მლნ ლარი), მსუბუქი ავტომობილების აქციზიდან 27,4 პროცენტით (4,3 მლნ ლარი), ლუდი/არყის აქციზიდან 45,1 პროცენტით (2,4 მლნ ლარი) და კავშირგაბმულობის აქციზიდან 14,0 პროცენტით (1,1 მლნ ლარი). იმპორტის გადასახადიდან მობილიზებულია 11,3 მლნ ლარი, რაც 25,1 პროცენტით (3,8 მლნ ლარი) ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. აღნიშნული შემცირება გამოწვეულია იმპორტის შემცირებამ. ქონების გადასახადიდან მობილიზებულია 8,3 მლნ ლარი. გადასახადების ისტორიული დინამიკა ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების დინამიკა სახეობების მიხედვით, 2011-2015წწ. იანვარ-თებერვალი 0% 20% 40% 60% 80% 100% 120% 140% 160% 180% 200% საშემოსავლო გადასახადი დღგ აქციზი მოგების გადასახადი იმპორტის გადასახადი ქონების გადასახადი სხვა გადასახადები ინდექსი 2010=100 2011 2012 2013 2014 2015 ზრდა დაფიქსირდა საშემოსავლო, დამატებული ღირებულების, აქციზის და მოგების გადასახადებში. აქციზის გადასახადი, 2011-2015წწ. იანვარ-თებერვალი წინა წელთან შედარებით აქციზის გადასახადის ზრდა ძირითადად განაპირობა თამბაქოს, ლუდი/არყის, მსუბუქი ავტომობილების და კავშირგაბმულობის აქციზიდან მიღებულმა შემოსავლებმა. აქციზის გადასახადის დინამიკა აქციზური პროდუქციის მიხედვით, 2011-2015 წწ. იანვარ-თებერვალი -20% 30% 80% 130% 180% 230% 280% თამბაქო ლუდი/არაყი ნავთობპროდუქტები კავშირგაბმულობა ავტომობილები სულ ინდექსი 2010=100 2011 2012 2013 2014 2015

Комментариев нет:

Отправить комментарий